16:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 14:36:58, 752 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის ელჩის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს

ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლატვიის ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ესტონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, პროცედურების გამო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მოხდება“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ლატვიამ წლების წინ სწორედ იგივე გზა გაიარა.

„როდესაც 21 წლის წინ ჩვენ, ლატვიელები, შევუერთდით ევროკავშირს და გავხდით წევრი სახელმწიფო, ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 10-წლიანი გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნები ჩვენთვის იგივე იყო, რაც სხვა ქვეყნებისთვის და შესაძლოა, ეს არც ისე მარტივი გზა იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ გავერთიანდით, შევასრულეთ ყველა მოთხოვნა და შევუერთდით ევროკავშირს.

მინდა ვუთხრა ყველა ქართველს, რომ ერთად იმუშაონ, გაერთიანდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ნამდვილად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება საქართველოში და როგორც ვთქვი, დღეს ზეიმის დღეა, დღეს იმედის დღეა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნამდვილად შეიცვალა და ახლა ჩვენ ვართ ლატვია უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics