|
2025-05-08 11:48:49, 1227 ნახვა
საზოგადოება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები 9 მაისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდებიან
კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ხვალ 9 მაისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდებიან. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ხვალინდელ აქციაში მონაწილეობით ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და „კულტურა ირჩევს ევროპას“. რეჟისორ ბესო სოლომონაშვილის განმარტებით, ხვალ კულტურის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან. „ხვალ ევროპის, ცივილიზებული სამყაროს დღეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში კულტურის მოღვაწეებისთვის, რადგან დღეს საქართველოში ძალადობა ხდება თავისუფალ აზრზე, კულტურაზე, იქნება ეს თეატრი, ლიტერატურა თუ კინო. ხვალ კულტურის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან. მაგალითად, მწერლები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან და მერე უერთდებიან მარჯანიშვილზე სხვებს. ერთად ვუერთდებით დიდ მარშს, რათა ევროპის დღე ერთად აღვნიშნოთ“,- განაცხადა სოლომონაშვილმა. ცნობისთვის, 9 მაისს, თბილისში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)