2025-05-07 17:59:52, 592 ნახვა
პოლიტიკა
„მეგობარი აქტი“ დასამტკიცებლად სენატს გადაეცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი.
კერძოდ, 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.
ავტორი: ექსპრესნიუსი,