|
2025-05-07 12:32:56, 739 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები
გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები, რომელთა მიზანი არის საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული დემოკრატიის ლიკვიდაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ის კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები შავი ასოებით ჩაიწერებიან, მათ შორის საქართველოს ისტორიაში. „ამ გეგმის ორგანიზატორები და მთავარი შემსრულებლები არიან ის ადამიანები, ბიზნესის, პოლიტიკური, სასამართლო წრის წარმომადგენლები, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ვიხილეთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები შავი ასოებით ჩაიწერებიან, მათ შორის საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო გალაშქრება. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს ჩვენი ეროვნული კურსიდან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს. ამ სანქციების კუთხითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის, დასავლეთის ნაწილი და საქართველოში უსაფრთხოების პრობლემა არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მიერ აღიქმება, როგორც ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევა და პრობლემა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, ჯო უილსონმა “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სია გაავრცელა. ინფორმაცია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვა. “MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი. ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)