|
2025-05-07 11:36:24, 795 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის დღის იდეას
არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი,- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ეკუთვნის ევროპას, ხოლო ევროპის დაპირება – ეკუთვნის ქართველ ხალხს. „9 მაისი – ევროპის დღე – ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. 75 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირს – სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და მძლავრ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებას, სადაც ყველა ქვეყანა და ყველა მოქალაქე თავისუფალია: დაცულია ძალადობისგან, უსამართლობისა და სიღარიბისგან, დაცულია იმისგან რომ არ დევნიან, სადარბაზოებში არ უსწორდებიან, სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ, აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები და არ ცხოვრობენ უსამართლობაში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რეალობაა პოლიტიკური რეპრესიები, წამება, ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმის ორგანიზება და მოძალადეთა დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები, დაკავებული და ნაცემი ჟურნალისტები, კორუფცია და უსამართლო სასამართლო, სიღარიბე. დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დაწესებული პოლიტიკური კონტროლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, ისე მოქალაქეთა კეთილდღეობას, სამართლიანობის იდეას და ევროპულ მომავალს. საქართველომ ევროპული ცივილიზაციის გზაზე საუკუნეების წინ დაიწყო სვლა. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და, რაც მთავარია ვიცით, რომ ხალხის ნება ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომ 2025 წლის 9 მაისს, ქართველები ევროპის დღეს ვხვდებით ერთად ევროპის მოედანზე უცვლელი მოთხოვნებით. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე. მანამდე, 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან: საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში); მარჯანიშვილის მოედნიდან; რესპუბლიკის მოედნიდან; ავლაბრის მეტროსადგურიდან. საქართველო ეკუთვნის ევროპას, ხოლო ევროპის დაპირება – ეკუთვნის ქართველ ხალხს. ჩვენი ძალა ევროპაშია. ჩვენი ძალა ერთობაშია“,- აღნიშნა ლომჯარიამ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)