|
2025-05-07 10:47:54, 1051 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი განაგრძობს თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და სამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს
თიბისის თვითდასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს- მათ უკვე სამომხმარებლო სესხის აღება 2 წუთში, მობაილბანკიდანაც შეუძლიათ. რაც მთავარია, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. თვითდასაქმებულში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვისაც შემოსავალი (ნებისმიერი პირისგან) თიბისიში ნებისმიერი დანიშნულებით ერიცხება: ფრილანსერები, მხატვრები, რეპეტიტორები, ძიძები, მკერავები, მძღოლები, ხელოსნები და სხვა სფეროების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი სესხი აიღოს, თიბისიში ჩარიცხვები ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად უნდა უფიქსირდებოდეს. სესხის გაცემისას, ასევე გათვალისწინებული იქნება შემოსავალი და ბანკის დაკრედიტების წესები. თვითდასაქმებულები სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობაში შეზღუდულები არ არიან: სახლის რემონტი, ავეჯის განახლება, მოგზაურობა, მანქანის შეძენა, არსებული სესხების გაერთიანება და სხვა. თვითდასაქმებულების სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომ ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას უმარტივებს.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)