21:36 - 22 Jul, 2026
|
2025-05-07 10:21:37, 1874 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი
რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსსა და სუპერმარკეტზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დნეპრის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, 5 დაშავებული გვყავს. დეტალები დგინდება“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)