|
2025-05-06 14:20:38, 910 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი აგრობიზნესისთვის - ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ. გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და ბალახს პირს აღარ აკარებენ. ჯუნო ჩიბურდანიძის ოჯახი თავიდანვე მესაქონლეობას მისდევდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისიც ახალსოფელში დაბრუნდა და მამის საქმე გააგრძელა. დილა და საქმე კი იგივე იყო, თუმცა 15 წლის წინ მასშტაბები შეიცვალა. ჩიბურდანიძეებმა შეღავათიანი აგროკრედიტით ახალი ფერმის აშენება შეძლეს, მეცხვარეეები დაიქირავეს და 3 000 თუშურ ცხვარს დაუწყეს მოვლა-მწყემსვა. „ფერმა არ გაპატიებს სიზარმაცეს, დაუგეგმავ დღეს, ცუდად მომზადებულ ზამთარს. უამრავი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ხშირად შეუცვალო საძოვარი, მუდმივად აკონტროლო ცხვრების ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი შრომასა და ცოდნას მოითხოვს. თიბისი არა მხოლოდ მე მეხმარება განვითარებაში, საშუალებასაც მაძლევს მინიმუმ ათი ადამიანი დავასაქმო“- გვიხსნის ჯუნო. საქართველოში მეცხვარეობა ათასწლეულებს რომ ითვლის, ამას არგონავტების მითიც კი ადასტურებს. ამ ლეგენდაშიც ბერძნების მთავარი ინტერესი ოქროს საწმისი- იგივე მოოქრული ცხვრის ტყავია. უცნაური, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ ცხვრის მოვლის ამხელა ტრადიციისა და ავთენტური ჯიშების გამორჩეულობის მიუხედავად, საქართველოში ცხვრის სიყვარული მთებში შეფენილი თეთრი ფარას ფოტოებს, ან აღდგომის დღეებში მომზადებულ ბატკნის ჩაქაფულს ვერ გასცდა. ის ვერ იქცა ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. ჯინო ჩიბურდანიძეც ყოველწლიურად 1500- მდე ცხვარს უცხოელებზე ჰყიდის. „ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არეალი გალფის ქვეყნები, ასევე ირანია. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში იწყებენ რეალიზატორები ჩამოსვლას. ჩვენ მხოლოდ მამალ ცხვარს ვყიდით, მათი ასაკი 4-5 თვეა. საოცრად მოსწონთ, რადგან მთელი წლის მანძილზე გამორჩეული ბალახით იკვებება საძოვრებზე, რაც მის ხორცს განსაკუთრებულს ხდის“-ამბობს ჯუნო. იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მატყლის გადაყრა უწევთ. არადა, თანამედროვე მსოფლიოში მატყლი ეკომეგობრულ ნედლეულად მიიჩნევა, რომლისგანაც იწარმოება თერმულად რეგულირებადი ტანსაცმელი, სახლის თბოიზოლაცია და ბიოდეგრადირებადი ტომრები. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ცხვრის ხორცი არაპოპულარულია, მისი სპეციფიკური სუნია. ფერმერი ამის მიზეზსაც გვიხსნის. „აუცილებელია რომ ცხოველს მუდმივად შეუცვალო საძოვარი, მოუარო. მრავალფეროვანი საკვების და ყურადღების პირობებში ცხვარს სუნი არაქვს“. საძოვარი მინდვრები იჯარით აქვთ აღებული. ზაფხულობით ფარას ნინოწმინდისკენ, ჯავახეთის მთებში მიერეკებიან, თურქეთის საზღვართან. გზა პატარა ბატკნებისთვის დამღლელია, ამიტომ ხშირად მანქანებში ისვამენ. „ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება შემძინა. როგორც კი შევხედავ ცხვარს უკვე ვხვდები რა აწუხებს“- გვიყვება ჯუნო, რომელიც საუბრის მომენტშიც მინდორში, სხვა მყემსებთან ერთადაა. მსოფლიოში ცხვრის ხორცი მე-4 ადგილზეა მოხმარების მიხედვით, ხოლო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ცხვრის ექსპორტით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ავსტრალიის რამდენიმე უნივერსიტეტში ცხვრის გენეტიკასა და მეცხვარეობის მენეჯმენტს სამაგისტრო პროგრამაშიც კი სწავლობენ. მსოფლიოში უკვე არსებობს პლატფორმები, სადაც ფერმერი თითოეული ცხვრის GPS ლოკაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს და საკვების სტატუსს „ლაივ“ რეჟიმში ამოწმებს ამოწმებს. ჩიბურდანიძის ფერმაში ეს ყველაფერი ჯერ თვალით და გამოცდილებით ხდება მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მათ ბატკნებსაც ჰქონდეთ პროფილები ციფრულ ფარაში.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)