|
2025-05-04 17:59:59, 1451 ნახვა
საზოგადოება
„ერთობის მარშის“ მონაწილეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მოქალაქეებმა, რომლებიც ისნის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, „ერთობის მარშით” კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. შეკრებილები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები, რომლებზე მათი შვილები არიან გამოსახულები. ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. ასევე, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარები მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაჟღერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)