|
2025-05-04 15:38:56, 1885 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა და ეს ისტორიული მომენტი იყო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავები ჩამოაგდეს ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი AIM-9 Sidewinder რაკეტებით, რომლებიც Magura-7 ტიპის უეკიპაჟო კატერებიდან გაუშვეს. ბუდანოვის ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოიყენეს Magura-7 ტიპის სამი კატერი, რომელთაგან ორმა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა. სოციალურ ქსელებში პირველი ჩამოგდებული „სუ-30“-ის ვიდეოები გავრცელდა, თუმცა, ბუდანოვის თქმით, მეორე ჩამოგდების ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს. მისი ინფორმაციით, პირველი „სუ-30“-ის ეკიპაჟი გადარჩა და ისინი შავ ზღვაში სამოქალაქო გემმა ამოიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა. „Magura-7-ზე [რაკეტების] რამდენიმე მოდელს ვიყენებთ, მაგრამ AIM-9 საუკეთესო შედეგებს იძლევა“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)