|
2025-05-04 09:57:50, 1404 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები,” - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამ მომენტის მდგომარეობით რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა შემდგომშიც გააგრძელოს ომი. “ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი… მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)