|
2025-05-03 17:34:05, 817 ნახვა
საზოგადოება
Fly Khiva-მ თბილისის აეროპორტში ტაშკენტიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ, Fly Khiva-მ. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს. მათივე ცნობით, Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა. „Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის – 22 და ეკონომკლასის 203 ადგილით. „ტავ ჯორჯიასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი – ორი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)