|
2025-05-02 19:08:25, 1015 ნახვა
საზოგადოება
თამარ ჩიხლაძემ და თეონა ბაკურიძემ „ფორმულა“ დატოვეს
გადაცემა „ფორმულას დღის“ წამყვანები, თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე ტელეკომპანია „ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობნენ. ისინი ტელეარხს ტოვებენ. „ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ „იმედზე“ მნიშვნელოვანი „სიმართლეა“. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით“, - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს თამარ ჩიხლაძემ. მან „ფორმულაზე“ მუშაობა თეონა ბაკურიძესთან ერთად 2021 წლის იანვარში „TV პირველიდან“ წამოსვლის შემდეგ დაიწყო. „ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის და კრიტიკული მედიისთვის ურთულეს დროს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ და მის მიღმა პერსონალური მიზეზებია, რომელის, საერთო ჯამში, მაინც გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება“, - თქვა თეონა ბაკურიძემ ეთერში. მათ მადლობა გადაუხადეს ტელეარხს, მაყურებელსა და გუნდს, რომელიც მათთან ერთად მუშაობდა. ბაკურიძე და ჩიხლაძე „ფორმულაზე“ ბოლო ოთხი წელია მუშაობენ. ბოლო პერიოდში ნათია ზოიძე იყო მათი ერთობლივი გადაცემის „ფორმულას დღის“ პროდიუსერი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)