|
2025-05-02 18:34:06, 1537 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“, ერთ-ერთი წითელი ხაზი ნატო-ში მისწრაფებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე“, - განაცხადა სიბიგამ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რიცხოვნების შეზღუდვაზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების განლაგების შეზღუდვაზე. „მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ“, - განაცხადა სიბიგამ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოკავშირეებს შორის უკრაინის ნატოში გაწვერიანების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში „აქტიურად იმუშავებს მის მისაღწევად“. „რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)