08:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 10:25:03, 885 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება, უკრაინას კი არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის სამი წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს: არსებითად, პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება; უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი მტკიცებით, ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

„ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და, იმედია, მათ შეთანხმებამდე მიყვანა, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა ის. ასი დღის განმავლობაში ის ცდილობდა მშვიდობის დამყარებას, მკვლელობების, სიკვდილიანობის, ნგრევის დასრულებას. თქვენ იცით, რომ უკრაინის - ამ ქვეყნის აღდგენა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება“, - აღნიშნა რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics