|
2025-05-01 16:40:11, 1764 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, გასულ თვეში უკრაინულმა დრონებმა 83,000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს, რაც მარტის თვის მონაცემებთან შედარებით 8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. "აპრილში თავდაცვის ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა ღირსეული შედეგები აჩვენეს მტრის განადგურებაში," - წერს სირსკი. მისი თქმით, მტრის დაზიანების ეფექტიანობამ 5%-ით მოიმატა. სირსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უპილოტო ტექნოლოგიების როლის ზრდას თანამედროვე ომში და აღნიშნა, რომ დრონების ოპერაციების გაფართოება სტრატეგიულად გადამწყვეტია. "დღევანდელი მაღალტექნოლოგიური ომი მუდმივ წინსვლას, კიდევ უფრო დიდ ეფექტიანობასა და უპილოტო მიმართულებით ძალისხმევის მასშტაბურ ზრდას მოითხოვს," - თქვა უკრაინის ჯარის მთავარსარდალმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)