03:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 16:38:40, 943 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ბენდელიანი გარემოს დაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს

,,ქართული ოცნების" მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ეკატერინე ბენდელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მძიმე არასდროს ყოფილა წერტილი, წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე!

წერტილი დაუსვა ჩემს მუშაობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რიგით მე-12 მინისტრმა, სადაც 2007 წლიდან ვმუშაობ. მიზეზი უცნობია, ასე ერთი ხელის მოსმით ყოფილა შესაძლებელი გაათავისუფლო საჯარო მოხელე, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება.საკუთარ თავზე საუბარი ურთულესია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.

ეს მდგომარეობა გულს გვიკლავს უძლურ ჭირისუფალს! ბრძოლა კი ერთადერთი გამოსავალია!“- წერს ყოფილი საჯარო მოხელე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics