11:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 13:00:21, 679 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო, სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს - გამარჯვების უფლება არა - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ძალა შიშზე, სიჩუმესა და უმოქმედობაზე დგას.

„თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს - გამარჯვების უფლება არა.

მშვიდობა სიჩუმეა; მოძალადე - დაცული; ხალხი - დაუცველი. თუ ფიქრობ - საშიში ხარ; თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ; თუ იბრძვი - უცხოეთის აგენტი; თუ აპროტესტებ - პროვოკატორი. ეს არის „ქოცური“ სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.

აქ მთავარი კანონებია: ომი - მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა.

უფროსი ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის! თუ ეგუები, არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწმყო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას.

ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ.

გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics