08:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 09:54:32, 4365 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა

ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. აღნიშნული რეგულაცია ინდოეთის ხელისუფლების საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რა დროსაც 26 ტურისტი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, დაიღუპა.

შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს.

იქამდე კი ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.

შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics