12:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 21:40:59, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება?

მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა - ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია - „მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას“.

„მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურეს სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ამ მიმართულებით, თუმცა ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს?

ამ თავბრუდამხვევი „სტატისტიკის" მიღმა, სინამდვილეში ხდება შემდეგი:

1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია - მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას.

ეს რიცხვი ბოლო 2-3 წელში 170 ათასით გაიზარდა.

მხოლოდ 2021-2024 წლებში 400 ათასი ადამიანი დაემატა სოციალურ დახმარების მომთხოვნთა ბაზას.

ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან 160 ათასი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

მოსახლეობის 56% ელოდება ფინანსურ კრიზისს, 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 47%-ს საკვებზე წვდომაც კი უჭირს.

ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში „ზრდაა“.

ავტორიტარიზმის ტემპების პირობებში დროა დავსვათ კითხვები: თუ კი ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია? ხომ არ ხდება საერთაშორისო დონეზეც ამ ციფრებით მანიპულირება? მოსახლეობის ყოველდღიურ ტკივილს ციფრები ვერ დამალავთ!“- წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics