|
2025-04-29 14:03:12, 533 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელბს. მათივე ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის კეთილდღეობისთვის ამ ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)