|
2025-04-29 10:21:44, 848 ნახვა
საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, ადვოკატი შევიდა. გუჯა ავსაჯანიშვილი პროცესს პირადად დაესწრება. ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია. ამასთან, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან. „ახლა აღმოვაჩინე, რომ სახლში შემოსულია სუს-იც, პროკურატურის გარდა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად, ჟორჟოლიანის სახლში დილით, დაახლოებით, 09:00 საათისთვის მივიდნენ. ტელეწამყვანს ჩამოართვეს ტელეფონი. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)