|
2025-04-28 18:19:03, 790 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკსა და „Bene Group“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „Bene Group”- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ და Bene Group - ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ მოაწერეს. პროექტის ჯამური ღირებულება 5.5 მილიონ აშშ დოლარია, რომელიც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ. პროექტის ფარგლებში გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში 13,000 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის მშენებლობა და მოწყობა იგეგმება. “Bene Group -ი 2014 წლიდან მომხმარებლებს მაღალი დონის ლოგისტიკურ და სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და პროფესიონალთა გუნდზე. 2017 წელს დავაარსეთ პრემიუმ სერვისზე ორიენტირებული ბრენდი - Bene Exclusive,ხოლო 2024 წელს საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვეთ და სასაწყობე მეურნეობის სექტორშიც შევედით. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ Bene Group-ის სტრატეგიულ გეგმებს – იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოში სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ხარისხიანი და სტრატეგიულად კარგად მდებარე სივრცის დეფიციტი კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ბევრი კომპანიისთვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასაწყობე კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიწოდების მხარეს. ამასთან, ობიექტით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე საერთაშორისო მსხვილი კომპანია, რაც პროექტს დამატებით საინვესტიციო ღირებულებას სძენს და ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას. საქართველოს ბანკი კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული და მრავალწლიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ სტაბილური ფინანსური მხარდაჭერით, არამედ ერთობლივად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებითაც გამოიხატება. სწორედ ამის დასტურია თანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ ახალ მასშტაბებს შეიძენს და ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Bene Group-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ
“დღეს გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს და შეეხება პარტნიორობას Bene Group-ის ახალ ლოგისტიკურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს გარდაბანში, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის დივერსიფიცირებული და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. მემორანდუმით, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს Bene Group-ს როგორც მიმდინარე პროექტის წარმატებით განხორციელებაში, ასევე მის მასშტაბურ და ამბიციურ გეგმებში. გვეამაყება ეს გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც მუდმივად შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ Bene Group-ისა და ჩვენი საერთო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)