|
2025-04-26 11:31:34, 1012 ნახვა
ეკონომიკა
სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა იწყება — მხარდამჭერია საქართველოს ბანკი (რ)
სამშენებლო მასალების მასშტაბური, საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 25-27 აპრილს თბილისში, ექსპოჯორჯიას პავილიონებსა (4,5,6,11) და გარე სივრცეში იმართება. იგი 30-ე წელია ტარდება და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებში და გაიცნონ თანამოაზრეები. ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. Caucasus Build საინტერესოა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორში მუშაობენ. გამოფენა აერთიანებს დეველოპერებს, ინტერიერის/ექსტერიერის მასალების ან ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მწარმოებლებს. ასევე, საინჟინრო და არქიტექურულ სერვისების თუ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მიმწოდებლებს. გამოფენა მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, სადაც დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ. გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკური ვორკშოპიც — ინტერაქციულ სივრცეში მონაწილე კომპანიები გამართავენ პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ტრენინგებს მასალების ადგილზე გატესტვით, მათი გამძლეობისა თუ ხარისხის შემოწმებით. ვორკშოპი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნახოს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალის რეალური შესაძლებლობები, ამასთან, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს პრიზები. გამოფენის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - www.buildexpo.ge. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)