|
2025-04-25 20:45:31, 1109 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს ჰელსინკის კომისია აქციებზე - ვამაყობთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ
აშშ-ს ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქართული ოცნების პოლიტიკას აკრიტიკებს და პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში შეუერთდნენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხვალ, 26 აპრილს, პროტესტის 150-ე დღე იქნება. განცხადებაში წერია, რომ ქართული ოცნება ძალაუფლებას ებღაუჭება და ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას შორდება და საქართველოს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან აახლოებს. კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ აქამდე საქართველო დემოკრატიული სულისკვეთების გამო რეგიონში "იმედის შუქურა იყო", თუმცა თუკი ის ავტოკრატიულ გზაზე სიარულს გააგრძელებს, აშშ "საზიარო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცედ ერთგულ მოკავშირეს" დაკარგავს, ხოლო უმოქმედობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის ღალატი იქნება, არამედ სამხრეთ კავკასიაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დამკვიდრების ალბათობას შეამცირებს. "ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების რიგით 150-ე დღე იქნება, რაც ქართველი ხალხის მხრიდან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ მტკიცე ერთგულების გამორჩეული გამოხატულება არის. ვამაყობთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, როდესაც ისინი არალეგიტიმური რეჟიმისთვის თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების ჩაბარებაზე უარს ამბობენ. ქართული ოცნება ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის იმ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებებისთვის ძვირფასია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მკაცრი შეზღუდვით ქართული ოცნება ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან თავისი ქვეყნის იზოლაციას ახდენს და საქართველოს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირე რეპრესიის მომავლისთვის წირავს. საქართველოს სიცოცხლით სავსე დემოკრატიული სულისკვეთება მას ოდესღაც რეგიონში იმედის შუქურას ხდიდა. თუ საქართველო ავტოკრატიისკენ ამ გზაზე სიარულს გააგრძელებს, ჩვენი საზიარო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცედ ერთგულ მოკავშირეს დავკარგავთ. ამავდროულად, საქართველოს რუსეთის მიერ მართული ავტორიტარული მთავრობის ქვეშ ტანჯვაში მივატოვებთ მას შემდეგ, რაც ისინი თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში შემოგვიერთდნენ. უმოქმედობა არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებისა და ოცნებების ღალატი იქნება, არამედ თავისუფალი, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე სამხრეთ კავკასიის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს".
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)