04:56 - 25 Jul, 2026
|
2025-04-25 16:08:40, 1155 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონის დაკვამლიანებით არავინ დაშავებულა
საქართველოს რკინიგზა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში მომხდარი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. "გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ" - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)