11:52 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 16:46:49, 925 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა

ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა, რითაც დაადასტურა კიევის განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, ზელენსკიმ ჩაშალა კონსულტაციების ლონდონის რაუნდი, რითაც დამაჯერებლად დაადასტურა ბანკოვას [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, კიევი ანალოგიურად დასცინოდა მინსკის შეთანხმებებსა და სააღდგომო ზავს, დაარღვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები.

გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, ზელენსკის სიტყვებმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არ აღიარების შესახებ აჩვენა, რომ კიევს მოლაპარაკებები არ შეუძლია.

ცნობისთვის, გუშინ ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics