|
2025-04-24 13:14:58, 1077 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება
მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი, მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მხატვრის ცხედარი უკვე თბილისშია, მაგრამ მუზეუმში ჯერ მოუსვენებიათ", - განაცხადა მედიასთან ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა. 23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 - რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ხელოვანი 91 წლის ასაკში 22 აპრილის ღამეს, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)