16:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 10:14:28, 777 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი - თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება საქართველოს მცდელობის მიუხედავად, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს, - ამის შესახებ რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს ქმედებებს ობიექტურად გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გრაფიკის მიხედვით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ“, - განაცხადა ალხას კვიცინიამ.

მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით.

„საქართველოს თვალსაზრისით, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი“, - აღნიშნა ე.წ. ელჩმა.

მისი თქმით, აფხაზური მხარე უშედეგოდ მიიჩნევს რესპუბლიკის იზოლირების მიზნით ICAO-ს გამოყენების მცდელობებს.

„დიახ, ფორმალურად საქართველო ICAO-ში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს“, - აღნიშნა კვიცინიამ.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალური თარიღი 1-ელი მაისია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics