|
2025-04-23 15:34:08, 1187 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს და დაკავებულების ოჯახის წევრებს შორის. ცნობისთვის, 21 აპრილს, აქციის დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძე. სხვიტარიძის პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, შენობიდან მოწმე პოლიციელის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მას ხალხი შეძახილებით დახვდა. ედიშერაშვილი რამდენიმე პოლიციელთან და სასამართლოს მანდატურთან ერთად გადაადგილდებოდა. სასამართლოს შიგნით და ეზოში დაძაბულობა რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესს მოჰყვა. სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ, დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)