|
2025-04-23 13:08:44, 1138 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ წერეთელს დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ, 26 აპრილს კი დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენებენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი 24-25 აპრილს გაიმართება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ხელოვანს 23 აპრილს გამოემშვიდობებიან მოსკოვში, ცერემონია კი მაცხოვრის ტაძარში შედგება. ზურაბ წერეთელს 26 აპრილს, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ. წერეთელი 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რუსული მედიის ცნობით, 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)