|
2025-04-21 09:57:21, 1105 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - მომდევნო დღეებში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის მშვიდობას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. „ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია მოსკოვის პასუხი ჩვენს წინადადებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის 30 დღემდე გახანგრძლივებას გულისხმობს“, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, რუსები სააღდგომო ზავის დროსაც განაგრძობდნენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს. „უკრაინა სათანადოდ და პასუხისმგებლობით რეაგირებს და ჩვენ ვპასუხობთ როგორც ცეცხლს იქ, სადაც ეს ხდება, ასევე სიჩუმეს იქ, სადაც ეს არის“, - აცხადებს სიბიგა. ამასთან, მისი თქმით, მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეწყვეტის გაგრძელება შესთავაზა. „მზად ვართ ცეცხლის 30-დღიანი სრული შეწყვეტისთვის, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. მოსკოვისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მოგვისმენია. შუაღამის შემდეგ, ხვალ და მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ქმედებები გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ. ეს ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას, თუ პუტინის განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, - აცხადებს სიბიგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)