|
2025-04-20 10:23:46, 1063 ნახვა
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს დღესასწაულების დღესასწაულს უწოდებენ.აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე შიოსა და მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. "ექსპრესნიუსი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)