13:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-19 14:39:18, 774 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ - რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია

რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა უკრაინა აინტერესებს. თუ რუსეთი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, იმის რისკი არსებობს, რომ რუსეთმა მოლდოვა ომში ჩაითრიოს.

„ჩვენ უკრაინასთან 1200კმ სიგრძის საზღვარი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეში მეგობარ ქვეყანასთან საზღვარი მოსკოვის მიერ კონტროლირებად ქვეყანასთან საზღვრად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, აქ რისკები უკრაინისთვის არსებობს, მაგრამ რისკები მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთს მოლდოვის ომში ჩათრევა შეუძლია“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics