23:47 - 22 Jul, 2026
|
2025-04-18 10:24:51, 1201 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვსა და სუმზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა 54 ადამიანი
რუსულმა მხარემ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 54 ადამიანი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, „რაკეტამ ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს დაარტყა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ”. დაშავებულთაგან 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებები იყო სუმის ოლქში, ნიკოლაევსა და დნეპრშიც. სუმში თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)