|
2025-04-17 20:00:26, 667 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური გავლენის იარაღად არის ქცეული
სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ფეისბუქ - პოსტში“ პაპუშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ „სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ”. პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა ზურაბ ადეიშვილს,როგორც „წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედს”. „გერმანიის ელჩის ამ განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ. თუკი, ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი: ▪კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე - 6 წელი; ▪ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე; ▪ღვინის კომპანია აკურას წართმევის საქმე - 1 წელი და 6 თვე; ▪ტვ იბერიას წართმევის საქმე - 1 წელი და 6 თვე; ▪ბანკი ქართუს გაკოტრების მცდელობის საქმე - 5 წელი და 3 თვე (ალბათ, გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამინის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში, თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა) გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია“, - წერს პაპუაშვილი.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)