|
2025-04-17 10:00:10, 703 ნახვა
საზოგადოება
„თეატრი სახელოსნო“ - დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს
დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის, - ასე ეხმაურება “თეატრი სახელოსნო 42” “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს. როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ბრძოლა ყველას საერთო ბრძოლაა. “თეატრი სახელოსნო 42” სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასს. დავით დოიაშვილის გაუმართლებელი გათავისუფლება არ ეხება მხოლოდ ერთ თეატრს - ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვისაც სჯერა თავისუფალი ხელოვნების და გამოხატვის ძალის. თეატრი არ დუმს. ჩვენი ხმა - ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მხარდაჭერა დავით დოიაშვილს! ეს ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა”, - წერია “თეატრი სახელოსნო 42”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)