22:48 - 06 Jun, 2026
|
2025-04-17 09:58:46, 1008 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული. „ჯილდოები გადავეცი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაკებს. იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც უკრაინის დასაცავად ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და უკრაინა სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად. „უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)