|
2025-04-17 09:56:52, 977 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები დნიპროს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დნიპროს მერზე დაყრდნობით ავრცელებს. ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. „დაზიანდა სულ მცირე 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულების და კვების საწარმოს შენობები“, - აღნიშნა მერმა. დრონებით თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი გამოეხმაურა. „„რუსკი მირი“ მოქმედებაშია. მალე მტრის საჯარო გვერდებზე კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდება „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში, ეს არის კვლავ ტერორი დნიპროში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებული ავტომობილები“, - აღნიშნა ლისაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)