23:47 - 22 Jul, 2026
|
2025-04-16 18:20:22, 1263 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები
16 აპრილის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები დაზიანდა. დარტყმის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. გუშინ, 15 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. როგორც თავის სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)