|
2025-04-16 13:15:04, 660 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს
უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს, შესაძლოა, „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. „დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმაბობს, ზოგიც უარყოფს. არადა, ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო. აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო. ამასთანავე, ასევე ნათელია – ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო – ე.წ. საგზაო რუკა – რათა ცხადი იყოს: ა. რატომ არ ვმონაწილეობთ; ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა; გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან. ფაქტია, ოცნებას ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი – რისი დამთმობები არიან, რა შეიძლება იყოს ეს პირობები: 1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება; 2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც ოცნებამ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცსკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება); 3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით – გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევმები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა); 4. პლებისციტში კი-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული ოცნების მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (ოცნების) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს; 5. ქართული ოცნების ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა. მოსაფიქრებელია რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში არა-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში პირობები შეიძლება შეიცვალოს – დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები – ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწეპებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდძე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება,არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის – ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს მოკლედ, აღდგომა და ხვალეო. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ. ცალკე საკითხია – ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს – შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ – არ მინდა შარლ მიშელი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა ოცნებასთან პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას“, – წერს უგულავა.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)