06:19 - 25 Jul, 2026
|
2025-04-16 12:10:24, 786 ნახვა
საზოგადოება
ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე გაჩნდა. „ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი...დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები. ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას „პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა", -აღნიშნავს თვითმხილველი „ტვ პირველთან“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)