20:37 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 09:43:57, 611 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას

ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს.

"ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ, კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს",-განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი "ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ იდგებოდა [აქციაზე]" და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს.

მელია იმასაც ამბობს, რომ 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც "გაკვეთილი, უნდა მივიღოთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics