|
2025-04-14 19:30:01, 1424 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობის გამო, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა. ეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სესხის ფარგლებში გადაცემული მეორე ტრანშია. 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პირველი ტრანში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 მარტს გადასცა, ხოლო დარჩენილი თანხების გადაცემა 2026 წელს იგეგმება. შეგახსენებთ, 2024 წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)