21:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 17:19:13, 593 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე

სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად, – ამის შესახებ ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე.

„სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე: იყო ორი გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება: 1. საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომლიც ვითომ შეთანხმდა; 2. ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვერ შეთანხმდა. გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა. გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება ან არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად. სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკოორდინირებ“, – წერს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics