|
2025-04-11 20:57:32, 878 ნახვა
საზოგადოება
ივანოვ-ჩიქოვანი - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, იგი არ აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად ვასილ მაღლაფერიძე განაგებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ, რომელზეც მე და ნინო ზაუტაშვილი უკვე აღარ შეგვიშვეს, ვასილ მაღლაფერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ხუთსაათიან აბსურდზე ჩვენ პასუხი არ გაგვეცა. მე უკვე ველოდებოდი, რომ კონკრეტულად დღე- დღეზე ამ გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებდნენ. მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ეს გენერალურმა დირექტორმაც თავად მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ამას, რასაკვირველია, ველოდი, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენ შეიძლება რაღაც მართვის სისტემა გვქონდეს მაუწყებელში, მაინც მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად განაგებს ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც მე კვლავინდებურად ვამხელ პოლიტიკური ინტერესების გატარებაში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ვერ ასახავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს და, სამწუხაროდ, 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული ყოფილა კულინარიული შოუ, პრიორიტეტული ყოფილა გასართობი შოუ და არა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სოციალურ საკითხებზე. თინათინ ბერძენიშვილს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა, ერთის მხრივ, ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მეორეს მხრივ, ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, გასული წლის ზაფხულის ბოლოდან იგი არ აკეთებს. პრაქტიკულად, სტერილური ეთერით გადავიარეთ წინასაარჩევნო და საარჩევნო ეთერი, ასევე სტერილური ეთერით გადავიარეთ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. აუცილებლად გავივლი იურისტებთან და, რასაკვირველია, სამართლებრივ გზებს მივმართავთ”, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)