|
2025-04-11 19:24:39, 932 ნახვა
საზოგადოება
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ტელეწამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ. ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. „40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)