23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 16:32:45, 691 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე - ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაში ჩემი ფეხი არ იქნება

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს.

ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.

„რამდენადაც ვიცი, ერთი კითხვაა, ვიყავი თუ არა გაფრთხილებული იმ სანქციებზე, რომელიც არ გამოცხადების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. დავეთანხმები, რომ ვიყავი ნამდვილად გაფრთხილებული.

გარდა იმისა, რომ პროკურატურას პოლიტიკურად არ ვცნობ, პერსონალურადაც არ ვცნობ, რადგან ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძიეს და პირიქით, ფაქტების დაფარვაში მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ. საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ეს შექმნილია ქალბატონ კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე. კაკაბაძე იყო ადამიანი, რომელიც ტელევიზიით ინტერვიუებს აძლევდა, პუტინი რომ არ ყოფილიყო, თურმე მე რუსეთში რევოლუცია გამომივიდოდა. ასეთი ტიპის ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია, ბუნებრივია, იქ ჩემი ფეხი არ იქნება არასდროს.

როგორც მომწერეს, თავდაცვა-უსაფრთხოების გარშემო აქვთ კითხვები, რაც შეცდომაა, თავდაცვა-უშიშროება მებარა მე და არა უსაფრთხოება, 2003-2012 წლებში. ასევე ეწერა ადამიანის უფლებების ვითარებაო, ადამიანის უფლებების მაშინდელი ვითარება თუ აინტერესებთ, მაშინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი იქ უზით და იმას კითხონ“, - განაცხადა თარგამაძემ.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს. მას გამოკითხვის შემდეგ, დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, ბრალს წაუყენებენ.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics