10:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 15:52:28, 704 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში გადაიგზავნება გიორგი ვაშაძის საქმეც. აღნიშნულის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა საკითხი დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics