|
2025-04-11 13:21:07, 889 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი Microsoft-ის საერთაშორისო AI აქსელერაციის მხარდამჭერია – სტარტაპებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროგრამაში, რომელიც Microsoft-ისა და NVIDIA-ს თანაორგანიზებით ტარდება, რეგისტრაცია ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. აქსელერატორის მიზანია შეარჩიოს რეგიონის 15–20 საუკეთესო Fintech და Insurtech სტარტაპი ან Scaleup-ი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ფინანსურ და დაზღვევის სექტორში. მონაწილეებს თვენახევრის განმავლობაში ჩაუტარდებათ Microsoft-ისა და NVIDIA-ს ექსპერტების ონლაინ მენტორინგ სესიები; შემდეგ კი, ფინალურ დემო დღეზე წარადგენენ საკუთარ იდეებს წამყვანი ტექნოლოგიური და საფინანსო ლიდერების წინაშე. თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ასეთი ტიპის პარტნიორობები მნიშვნელოვანია. პროგრამის მიმდინარეობისას, თიბისის წამყვანი ექსპერტები გაუზიარებენ მონაწილეებს ბანკის ხედვას, სტრატეგიასა და რეალურ AI ქეისებს, რაც სტარტაპებს დაეხმარება საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარებაში. AI Accelerator-ზე, 13 აპრილის ჩათვლით, შესაძლებელია რეგისტრაცია იმ სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ Fintech/Insurtech სფეროში და მათი პროდუქტი ბაზარზე უკვე ფუნქციონირებს. აქსელერაციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:
არ გაუშვა შანსი - გაიარე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით ბმულზე - https://shorturl.at/gTioL
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)